ფინეთი დიდებულია: აქვს ჯანდაცვისა და განათლების წარმატებული სისტემა. ფინელებზე ბედნიერ ხალხსაც ძნელად იპოვი სადმე…მაგრამ ზიგიერთი ფინელი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს: 2000-იანი წლების დამდეგიდან დღემდე ქვეყანაში ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების რიცხვი გასამმაგდა. თანაც ევროკავშირის ქვეყნებში ნარკოტიკის გადაჭარბებული მოხმარებით გარდაცვლილი ახალგაზრდების რიცხვი ყველაზე მაღალი ფინეთშია. რატომ? ამის გასარკვევად „ევრონიუსის“ რეპორტიორი ჰანდ ფონ დერ ბრელი ფინეთში ჩავიდა.
ფინელები პარლამენტის ახლა წევრებს აპრილში ირჩევენ. ნარკოტიკის შეზღუდვის პოლიტიკა საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში 40 ათასი პირია ნარკოდამოკიდებული. თანაც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ნარკოტიკით გარდაცვლილი ახალგაზრდების რაოდენობის მხრივ ფინეთშია.
25 წლამდე ასაკის ნარკოდამოკიდებულების გარდაცვალების მაჩვენებლი
Nuoli-ი მზრუნველობის ერთადერთი ცენტრია, სადაც ნარკოდამოკიდებულ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ღამის გათევა შეუძლიათ.
ნიკო 25 წლის ნარკოდამოკიდებულია ჰელსინკიდან.
„12 წლისამ მარიხუანას მოწევა დავიწყე,“ – უთხრა ნიკომ ჰანსს. „და როცა 16-ის გავხდი, ოპიუმის ჩაის ვაყენებდი, დავიწყე ექსტაზისა და ამფეტამინის მოხმარება, მერე ყველანაირ ნარკოტიკს მივეძალე. ისე ჭარბად ვიღებდი წამალს, რამდენჯერმე სიკვდილის პირას აღმოვჩნდი… ერთხელ გული გამიჩერდა და სხვა ბიჭებმა ანტიდოტი დამარჭეს და ისევ ამუშავდა.“
მატუ, 26 წლის ნარკოდამოკიდებული ჰელსინკიდან:
„ოცის რომ შევსრულდი, ჩემი მეგობრევი პანტა-პუნტით იხოცებოდნენ“.
პოლიტიკოსები მსჯელობენ, რამდენად იქნება გამოსავალი ისეთი სამედიცინო პუნქტების დაარსება, რომელშიც ნარკოტიკის მიღება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იქნება შესაძლებელი. ამ აზრის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ასეთ ოთახში დოზის გადაჭარბების დროს მომხმარებელი დაუყოვნებლივ მიიღებს სამედიცინო დახმარებას. ასეთი პუნქტები ევროპაში ყველგან არის.
ნიკო მალე ციხეში ჩაჯდება იმ კრიმინალური დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინა. იგი ფიქრობს, რომ ციხეში შეძლებს წამლის მირება შეწყვიტოს.
შვედეთში ნარკოდამოკიდებულთა 70 პროცენტი მკურნალობს, ფინეთში კი – მხოლოდ 20. ეს არის ერთ-ერთი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იხოცება ამდენი ახალგაზრდა ნარკოტიკით ფინეთში.
ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს არაკომერციული ორგანიზაცია „ლურჯი ლენტი“ ეხმარება. სუვიმ და ნინიამ კარგად იციან ის ადგილები, სადაც ნარკოტიკს იღებენ. ამ ადგილებში ახლა ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოყენებული შპრიცების შესაგროვებლად ყუთები დადგა. სუვი და ნინია ემხრობიან ნარკოტიკის უსაფრთხო მირების პუნქტების გახსნას ფინეთში, რომლებშიც ნარკოდამოკიდებულები ნარკოტიკს უფრო ჰიგიენურ გარემოში და სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ მიიღებენ. ასეთიი ოთახების წყალობით ნიდერლანდებსა და გერმანიაში შედარებით შემცირდა ნარკოტიკით მიყენებული ზიანი.
მაინც რატომ სრულდება ნარკოტიკის შეძენა ასე ხშირად ფატალურად?
პასუხი ასეთია: ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების მხოლოდ რვა პროცენტი მონაწილეობს წამლის ჩანაცვლების პროგრამაში.
მაგალითად ყოფილი ნარკოდამოკიდებული ტომი ოთხჯერ აღმოჩნდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ოთხჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში. წამალს თავი ციხეში დაანება, სადაც კრიმინალური თაღლითობის გამო მოხვდა. უკვე ორი წელია, აღარ იკეთებს, რაც ნაწილობრივ ორგანიზაცია KRIS -ის დამსახურებაა, რომელიც ნარკოდამოკიდებულ პატიმრებზე ზრუნავს.
ტომის სახლში მილო ელოდება, მისი ახალშობილი ბიჭუნა და ტომი ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.
„შევაბიჯებ ახალ ცხოვრებაში და ვნახოთ, სად წამიყვანს ჩემი ფრთები,“ – ამბობს ტომი.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი