მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ რუსეთის ყველა ქმედებას  შესაბამისად უპასუხებს. მისი მუქარა ზაპორიჟიაზე თავდასხმას მოჰყვა. რუსი სამხედროების მიერ საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ სარაკეტო იერიშებს  ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა.

უკრაინის აღმოსავლეთი კვლავ იბომბება.  ფრონტის ხაზი ბახმუტზე გადის. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთი სხვა ქალაქებსაც ბომბავს. ქალაქ ჩასივ-იარშიც, რომელიც ბახმუტის მახლობლად მდებარეობს, მუდმივი აფეთქებების ხმა ისმის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი დონეცკის რეგიონში ვოლოდიმირ ზელენსკის  ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, თუ  როგორ იღებს უკრაინის პრეზიდენტი ფოტოებს  მხარდამჭერებთან ბენზინგასამართ სადგურზე.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ფრონტის ხაზზე, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო მოძრობა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის უკრაინის აღმოსავლეთში გადარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს.

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანხმობა განაცხადა, უკრაინისთვის 15,6 მილიარდი დოლარის დახმარება გადაეცა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონში მოქმედი კრედიტორები პირველად დაეხმარებიან ომში მყოფ ქვეყანას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend