მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაშიც საარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაშიც საარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენის ოლქში, პროკურატურის ოფისთან გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებია დაცული, რადგან აქ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭმერები შეიკრიბონ. მას შესაძლოა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის საქმის გამო ბრალი წაუყენონ.

პორნოვარსკვლავი დენიელსი ამტკიცებს, რომ ტრამპმა მას თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ მათი რომანის შესახებ არავის გაეგო. თავად ტრამპიც აცხადებს, რომ მას ბრალს მალე წაუყენებენ.

„თუ ადგილობრივი პროკურორი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ვიქცევით ხოლმე მსგავს ვითარებაში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებებს. ნიუ-იორკის პოლიცია თავის საქმეს ასრულებს, მისი მიზანი ქალაქისთვის საფრთხის არიდებაა“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა.

შაბათ-კვირას ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე დაწერა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ. თუ დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გაასამართლებენ. დაზარალებული სტორმი დენიელსი აცხადებს, რომ  2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპმა მას დუმილისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა.

ამჟამად დონალდ ტრამპი ფლორიდაში იმყოფება. მან პირობა დადო, ბრალის წაყენების შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტს საარჩევნო კამპანიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend