მთავარიგადაცემებიSmart Regionsპირველი ნახშირბადნეიტრალური სკოლა ესტონეთში

პირველი ნახშირბადნეიტრალური სკოლა ესტონეთში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში მდებარე ქალაქ პილვაში ამაყობენ  ნახშირბადნეიტრალური საჯარო სკოლით, რომელიც პირველი ასეთი სკოლაა ქვეყანაში. ამ ევროპული პროექტის ფარგლებში ეკომეგობრულ არჩევანს აკეთებენ, იქნება ეს სამშენებლო მასალები  თუ შენობის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა.

მიუხედავად ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისისა, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი ამ სკოლაში ძალიან დაბალია.

„ჩვენი ენერგონეიტრალური სკოლის კონცეფცია იმას ნიშნავს, რომ სკოლის სახურავზე დაახლოებით 140 მზის პანელია დამონტაჟებული, საკლასო ოთახები შენობის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული, რათა რაც შეიძლება მეტ ხანს  ვისარგებლოთ მზის შუქით,“ – განმარტავს  მარიტ ოიმეტი, SCHOOL LIFE-ის მასწავლებელი და მენეჯერი. „შენობაში ბევრგან გამოყენებულია ხის მასალა,  რომლის წყალობითაც აქაურობა ისეთი მყუდრო და თბილია, თითქოს გულში გიკრავს.“

აქ მოხმარებული ელექტროენერგიის ყველა წყარო მწვანეა: სახურავზე 144 მზის პანელია განთავსებული, რომლებიც 37.4 კილოვატ ელექტროენერგიას აწარმოებენ. სკოლის ფანჯრების ჟალუზები კი მზის შუქის მიხედვით ავტომატურად იშლება და იკეცება, რითაც ხელს უწყობს შენობაში ტემპერატურის შენარჩუნებას.

საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სკოლა 2016 წელს მთლიანად განაახლეს. ეს იდეა პილვას მუნიციპალიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს კულდარ ლეისს ეკუთვნოდა.

„ამ პატარა ქალაქისთვის ეს დიდი ნაბიჯია,“ – განუცხადა მან  „ევრონიუსს.“ „ჩვენ ძალიან ეფექტური სავენტილაციო სისტემა გვაქვს.  ასევე ვაგროვებთ წვიმის წყალს და მას საპირფარეშოსთვის ვიყენებთ. ჩვენი გათბობის სისტემას კი თბილი წყალი სჭირდება.“

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 5.700 მილიონ ევროს აჭარბებს (5,780,235), აქედან 4.9 მილიონი ევრო ევროპული რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაფინანსებულია.

მოტივირებული მოწაფეები და მასწავლებელები

პროექტით სარგებელს ამ სკოლის 260-ზე მეტი მოწაფე და მათი მასწავლებლებიც იღებენ. სკოლაში ყველა ნათურა დიოდურია, ფოლადისა და ცემენტის მასალები კი, რომლებიც  CO2-ს გამოყოფენ, ბუნებრივით არის ჩანაცვლებული.

ამ არქიტექტურის ბიოკლიმატი, თერმული დათბუნება და განათება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოტივაციას უმაღლებს.

„ვფქირობ, რომ ჩემ ირგვლივ არსებული გარემო მეხმარება, უკეთ ვისწავლო, რადგან ამ სკოლის დამსახურებით უკეთ გავერკვიე გარემოს დაცვის საკითხებში,“ – ამბობს ამ სკოლის მოწაფე გოგონა ლაურა. „მაგალითად, უფრო ხშირად ვაქრობ შუქს, ანთებულს აღარ ვტოვებ. ნარჩენებს ვახარისხებ და ისე ვყრი. გარდა ამისა, ბევრ ნივთს მრავალჯერ ვიყენებ.“

პილვას ენერგონეიტრალური სკოლის პროექტი ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ სკოლის მოდელად აღიარეს. იგი Regiostars-ის ბოლო დაჯილდოებაზე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend