მთავარიევროპარუსეთიმოსკოვში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის რუს აქტივისტის 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება

მოსკოვში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის რუს აქტივისტის 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება

მოსკოვში კრემლის წინააღმდეგ გამოსვლის გამო რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის სასამართლო პროცესი დაიწყო. ვლადიმირ კარა-მურზას ღალატსა და, როგორც პროკურორები აცხადებენ, რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებენ ბრალს. მას 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატის  ვადიმ პროხოროვის თქმით, სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულია და პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. შემდეგი მოსმენა უკვე ჩანიშნულია ხუთშაბათს, 16 მარტს.  მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია,  როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი.

ლიბერალმა ევროპარლამენტარმა გი ვერჰოფსტადტმა კარა-მურზასა და კრემლის სხვა ოპონენტების მიმართ მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა.  მას მიაჩნია, რომ პარლამენტი ახლა ამ ადამიანებს გვერდით უნდა დაუდგეს და დღის წესრიგში დააბრუნოს ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის  ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი გორინოვისა და  იმ სხვა მრავალი ადამიანის გათავისუფლების საკითხი, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

კარა-მურზამ განათლება დასავლეთში მიიღო. იგი ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის ახლო მოკავშირე იყო. კარა-მურზა  ვლადიმერ პუტინის იმ კრიტიკოსთა შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend