მთავარისაქართველოსააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპალაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხდა.

შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სააპელაციო სასამართლოში 21 თებერვალს გაასაჩივრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend