მთავარისაქართველოვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი - ჯერ ისევ უცნობია

ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი – ჯერ ისევ უცნობია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ლევან იოსელიანია ომბუდსმენობის კანდიდატად დაასახელეს.

იოსელიანის კანდიდატურა მისმა თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა. თავად ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ მისი კანდიდატურის ირგვლივ კონსენსუსი იქნება.

ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერენ. ისინი ფიქრობენ, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თამაშია. ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ის პოლიტიკური პარტიის წევრია.

ჯერჯერობით უცნობია მმართველი გუნდის პოზიცია. ისინი წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ ლევან იოსელიანის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. იქამდე კი თავიანთ მთავარ მოთხოვნას ასახელებენ – რომ სახალხო დამცველი ნეიტრალური უნდა იყოს.

სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პერსონას და მისი არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს – ეს ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ გადაწყვეტს ევროკავშირი, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend