მთავარისაქართველოქვეყანაში გაძვირდა ის მედიკამენტები, რომლებზეც ჯერ არ დაუწესებიათ რეფერენტული ფასები - ჯანდაცვის...

ქვეყანაში გაძვირდა ის მედიკამენტები, რომლებზეც ჯერ არ დაუწესებიათ რეფერენტული ფასები – ჯანდაცვის მინისტრი

ზურაბ აზარაშვილი - "სახელმწიფოს პოზიცია მკაცრი იქნება, ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს"

15 თებერვლიდან საქართველოში მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები დაწესდა, შედეგად, პრეპარატების ნაწილი გაიაფდა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, გარკვეულმა კომპანიებმა ფასები აწიეს იმ მედიკამენტებზე, რომელზეც სახელმწიფოს ჯერ არ დაუწესებია რეფერენტული ფასები.

შესაბამისად, მინისტრი კომპანიებს შეთქმულებაში ადანაშაულებს.

განცხადება ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და ასევე თქვა, რომ ფარმაცევტული სექტორის რეგულირებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას უკვე მიმართა და იგეგმება პარლამენტისთვის მიმართვაც.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend