მთავარიევროპაუკრაინარუსეთი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებს

რუსეთი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებს

უკრაინელი მებრძოლები უფრო მეტი იარაღისა და თვითმფრინავების საჭიროებაზე საუბრობენ. ალიანსის წევრ ქვეყნებს საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბოლო ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტშიც.

რუსეთი სულ უფრო მეტად აძლიერებს შეტევებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ომის მოსაგებად მეტი საბრძოლო მასალა და თვითმფრინავები სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ყოველდღიურად 20 000 ჭურვს ისვრის, უკრაინა კი მხოლოდ 7 000-ამდე. უკრაინა უფრო სწრაფად ხარჯავს თავის საბრძოლო მასალას, ვიდრე მოკავშირეებს მისი მიწოდება შეუძლიათ.

ნატოს თავდაცვის მინისტრები ამჟამად ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან შეხვედრას მართავენ. ალიანსის გენერალური მდივანი ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ საბრძოლო მასალების წარმოების ტემპი, თუმცა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით  არ მიუღიათ.

მინისტრებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიწისძვრით გარდაცვლილთა ხსოვნას.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო და მისი მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და ისინი მზად არიან, დაეხმარონ ქვეყანას, რომ დაიცვას თავი. მისი თქმით, ნატო ომის დაწყებიდანვე მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან. ისინი ეხმარებოდნენ უკრაინას და ასე გააგრძელებენ, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

როგორც ვარაუდობენ, რუსეთი ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს. ამავდროულად,  იზრდება წნეხი ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომლის დაკავებაც ომის ერთი წლის თავზე რუსეთს დიდ სტიმულს მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend