მთავარიევროპაუკრაინაზელენსკის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში

ზელენსკის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები. პარიზში გამართულ შეხვედრაზე მან თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შორი მანძილის რაკეტებით მომარაგება სთხოვა.

შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას ბრძოლის წესების შეცვლა შეუძლიათ.

„ყველაფერი ნათელია. ემანუელ, უკრაინას რაც უფრო მალე გადასცემენ შორი მანძილის შეიარაღებას… ოლაფ, რაც უფრო მალე მიიღებენ ჩვენი პილოტები თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი კოალიცია. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუ პროცესი დაჩქარდება,  რუსული აგრესიაც მალე დასრულდება. ჩვენ შევძლებთ, რომ  ევროპას მშვიდობა დავუბრუნოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარიზში ვიზიტამდე ზელენსკიმ ლონდონში ვესტმინსტერის სასახლეს მიმართა თხოვნით, უკრაინისთვის საბრძოლო  თვითმფრინავები მიეწოდებინათ.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება კი თვლის, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია. მათი აზრით,  უკრაინელი მფრინავების გადამზადებას წლები დასჭირდება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი ხუთშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება. ის  შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს, რომლებსაც თავის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაუმეორებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend