მთავარიევროპაუკრაინაკიევში ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება

კიევში ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად კიევში იმყოფება, სადაც დღეს, 3 თებერვალს, უკრაინისა და ევროკავშირის ერთობლივი სამიტი გაიმართება.

ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხი განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩარჩოს ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტთან და საბჭოს წევრებთან მიაღწია მნიშვნელოვან შეთანხმებას. მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ უკრაინასა და ძლიერ ევროკავშირს შეუძლიათ,  ერთად დაიცვან  სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელები ასე აფასებენ. ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინა იმსახურებს, მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით 2023 წელს დაიწყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მუდმივი და სრული მხარდაჭერა რუსეთისგან თავის დასაცავად, შემდგომმა ინტეგრაციამ კი დამატებითი ძალა და მოტივაცია უნდა მისცეს უკრაინელ ხალხს, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ წინაღობასა და საფრთხეს.

ამავდროულად, ქალაქ კრამატორსკში, სადაც საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მოხვდა, სამაშველო ჯგუფები მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას.  დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, 21 კი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი,  აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკთან ახლოს, მათ გაანადგურეს ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემა. თავდაცვის სამინიტროს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მათ ხერსონის რეგიონში საარტილერიო დარტყმის შედეგად უკრაინელთა საბრძოლო მასალების ორი საცავი დაბომბეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend