მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება

ომი უკრაინაში: დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება

კვირას რუსი სამხედროები უკრაინულ საპორტო ქალაქ ხერსონს ინტენსიურად ბომბავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოკუპანტების სამიზნე საავადმყოფო და სკოლის შენობა იყო. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში დაგმო რუსეთის ქმედება. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში რუსული არმია სასტიკად ბომბავდა ხერსონს.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა სოციალური და სატრანსპორტო დაწესებულება, მათ შორის საავადმყოფო, ფოსტის შენობა და ავტოსადგური. ორი ექთანი საავადმყოფოში დაიჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  მათ დაბომბეს ამერიკული წარმოების სარადარო სისტემა და საარტილერიო საბრძოლო მასალის საცავი ხერსონთან ახლოს.

მომავალ კვირას ევროკავშირისა და უკრაინის სამიტია დაგეგმილი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა საკითხში. მათი მიზანია,  უკრაინელებმა მოიგერიონ რუსეთის თავდასხმები და დაიცვან ევროპული ღირებულებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend