მთავარიკუბიაშშ-მა „ვაგნერი" საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა „ვაგნერი” საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი” საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულთა სიაში არის 6 ადამიანი და 12 კომპანია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ვაგნერთან”.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფებას არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო სდებენ ბრალს, არამედ დანაშაულებისთვის მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, სადაც „ვაგნერი” დაკავშირებულია გატეცების, გაუპატიურების, წამებისა და მასობრივად სიკვდილით დასჯის შემთხვევებთან.

განცხადებაში, „ვაგნერის” შემქმნელად დასახელებულია ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელად მიიჩნევენ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში ამჟამად 50 ათასამდე „ვაგნერელი” იბრძვის, რომელთან 80% რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გათავისუფლებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend