მთავარიევროპანიდერლანდებისოფელ ომერენის მოსახლეობა გერმანელების მიერ ჩამარხულ განძს ეძებს

სოფელ ომერენის მოსახლეობა გერმანელების მიერ ჩამარხულ განძს ეძებს

ნიდერლანდების პატარა სოფელ ომერენში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე სხვა ადგილებიდან ჩასული ადამიანები დაკარგულ განძს ეძებენ. სოფელში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნიდერლანდების ეროვნულმა არქივმა უცნობი გერმანელი ჯარისკაცის ჩვენება და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ჩამარხულ განძზე. როგორც ცნობილია, დოკუმენტაციას გერმანელი ჯარისკაცის მიერ ხელით დახატული რუკაც ახლავს.

მკვლევარი, ანეტ ვაალკენსი ჰყვება, რომ ეს გერმანელი ჯარისკაცი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ 44 წლის აგვისტოში მისი ასეული დაბომბვის დროს არნემნში იმყოფებოდა.

ჭურვი ბანკის შენობასა და მის საცავს მოხვდა. შედეგად, შენობაში  შენახული ძვირფასეულობა ქუჩაში მიმოიფანტა. მოაგროვეს რისი მოგროვებაც შეძლეს, ძვირფასეულობას საბრძოლო მასალების ყუთებში ინახავდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში.

დაახლოებით 1945 წლის აპრილში, როდესაც უკან დახევა მოუწიათ, მათ გადაწყვიტეს განძი, სადაც იყვნენ იქვე დაემარხათ.

1947 წლიდან ნიდერლანდების ხელისუფლებამ, ჯარისკაცის მიერ ხელით დახატული რუკის მიხედვით სამძებრო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ვერაფერს მიაგნეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend