მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ი უკრაინას 31 Abrams-ის ტიპის ტანკს გადასცემს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ი უკრაინას 31 Abrams-ის ტიპის ტანკს გადასცემს

უკრაინისთვის Abrams -ის 31 ტანკს და ჯავშანტექნიკის 500 ერთეულზე მეტს გამოვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გამოსვლის დროს განაცხადა.

ბაიდნემა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Abrams ტანკებისგან სატანკო ბატალიონი შედგება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტანკების გადაცემა რამდენიმე თვეში მოხდება.

“ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ… დღეს ჩვენ [უკრაინისთვის] გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკის, და მე ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ Abrams-ის 31 ტანკს”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტანკების მომსახურებისთვის უკრაინას ასევე გადაეცემა 8 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა.

აშშ დაუყონებლივ დაიწყებს უკრაინელი ტანკისტების Abrams-ისთვის მომზადების პროგრამაზე მუშაობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend