მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSკლიმატის ცვლილებასთნ ადაპტაცია

კლიმატის ცვლილებასთნ ადაპტაცია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კუნძულ სანტო ანტაოს ესტუმრა

ატლანტის ოკეანეში მდებარე ერთ-ერთ კუნძულ სანტო ანტაოს, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კვირას ესტუმრა და ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ტერიტორია მოინახულა.

გენერალურმა მდივანმა, გაეროს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელთან და ფერმერებთან ერთად, სოფლის მეურნეობის დაზარალებული სექტორები დაათვალიერა. კლიმატის ცვლილებამ ამ კუნძულზე ფაქტობრივად მთელი პროცესები შეცვალა. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ მოსახლეობამ კუნძული ბოლო წლებში დატოვა. ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია კი არც ისე ადვილია.

„არც ისე შორეულ წარსულში აქ, ამ ტერიტორიაზე ჩემზე ახალგაზრდა და უფროსი თაობის ფერმერები საქმიანობდნენ. ჩემმა თანატოლებმა აქედან წასვლა გადაწყვიტეს. კაბო ვერდეში ახლა ათამდე ახალგაზრდაა დარჩენილი. მათგან ყველაზე უფროსი მე ვარ – 33 წლის. უმუშევრობის, წვიმის, გვალვისა და პირუტყვის არ ყოლის გამო, სათანადოდ გამოკვება ვერ ხერხდება. სხვა საარსებო საშუალება აქ არ არის. ამიტომ უკეთესი ცხოვრებისთვის მიდიან. გარემო ძალიან შეიცვალა“, – ამბობს ფერმერი დაირსონ და კრუიზ დუარტე.

გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, კაბო ვერდეში სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ. მათ შორისაა ფერმერების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რათა კლიმატის ცვლილებებთან ერთად, მათი მიდგომებიც შეიცვალოს.

„ჩვენი პროექტის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან პატარა მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას, კაბო ვერდეში ცვლილებებთან ადაპტაცია მოხდება. უფრო დიდი მიზანია, რომ მთელი სექტორის გადაჯაჭვა მოხდეს, რათა თეფშზე კარგი საკვები დაიდოს“, – აცხადებს გაეროს (UNDP) მდგრადი განვითარების პროგრამის ასისტენტი სარა ესტრელა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დეტალურად გაეცნო კუნძულზე მიმდინარე პროექტებს და ფერმერების დაინტერესება დადებითად შეაფასა. კუნძულზე ჯერ კიდევ დარჩენილებს იმედი აქვთ, რომ დასახლებიდან წასული ახალგაზრდობა მალე თავის მშობლიურ გარემოს დაუბრუნდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend