ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან გაძლიერდა სამთავრობო შენობების დაცვა, რომლებიც არეულობის დროს მომიტინგეებმა დაარბიეს.
ასევე დაკავებულია ადამიანი, რომლესაც ანტიდემოკრატიული ქმედებები ედება ბრალად და 8 იანვრის არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრება.
ამავდროულად, მოქმედი პრეზიდენტის პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ეწინააღმდეგება ბრაზილიაში 8 იანვრის მოვლენების მონაწილეების ამნისტიას.
სან პაულუს გუბერნატორმა, ულტრამემარჯვენე ლიდერის მოკავშირემ, ტარცისიო დე ფრეიტასმა განაცხადა, რომ ჟაირ ბოლსონარუს სამთავრობო შენობებზე თავდასხმები არ წაუხალისებია. 8 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.