მთავარიამერიკამექსიკაჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტი მექსიკაში დასრულდა

ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტი მექსიკაში დასრულდა

სამშაბათს დასრულდა ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტი. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მნიშვნელოვან თემებზე, რომელთა შორის იყო ვაჭრობის, მიგრაციისა და კლიმატის ცვლილების საკითხები.

სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სამმხრივი ურთიერთობების ასეთი გავლენის მიზეზი ის არის ის, რომ მათ საერთო ხედვა აქვთ მომავალსა და საერთო ღირებულებებთან დაკავშირებით.

“ეს არის ბრწყინვალე ფორუმი და ჩვენ ვართ ნამდვილი პარტნიორები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვდგავართ ჩვენი ხალხის გვერდით  უფრო უსაფრთხო და აყვავებული მომავლისთვის.  სამმხრივი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ერთიანი პოზიცია. ამას გულწრფელად ვამბობ“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ შევთანხმდით ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაძლიერებაზე. ამისთვის ვაპირებთ, შევქმნათ ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს იმპორტის დაგეგმვასა და ჩანაცვლებას ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტად ვიყოთ დამოკიდებული საკუთარ თავზე“,- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა.

” ჩვენ ვართ როგორც მეგობრები, ასევე პარტნიორები. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მექსიკის, აშშ-სა და კანადის ეკონომიკა მჭიდროდ არის  დაკავშირებული . NAFTA-ს სავაჭრო შეთანხმება ჩვენს ეკონომიკას დაეხმარა  ზრდაში და შექმნა მილიონობით კარგი სამუშაო ადგილი, ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდა სავაჭრო ურთიერთობები. მოვიზიდეთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. NAFTA-ს მეშვეობით თავისუფალმა ვაჭრობამ ხელი შეუწყო ჩვენს ეკონომიკას, მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნებთან შედარებით უფრო განვითარებულიყო. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივად ძლიერი ინოვაციური ეკოსისტემა. ჩვენი ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირისა. ჩვენ,  ლიდერები, ვისწრაფვით იმისკენ, რომ  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალი იყოს.  ჩვენ მხარს ვუჭერთ საშუალო ფენას და მათ, ვინც ბევრს მუშაობს“, – კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend