მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო“სათადარიგო“ - პრინცი ჰარის მემუარები

“სათადარიგო“ – პრინცი ჰარის მემუარები

10 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მემუარების პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნს ჰქვია „სათადარიგო“.  პრინცი ჰარი თავის თავს ტახტის სათადარიგო მემკვიდრეს უწოდებს და სწორედ ამ მემუარებში აღწერს იმ დაძაბულობას, რომელიც მის ქორწინებას  სამეფო ოჯახში მოჰყვა.
გარდიანი წერს,რომ პრინცი ჰარი ამ წიგნში საკუთარ ძმას, ტახტის მემკვიდრე უილიამს  ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს.  დიდი ხანია საიდუმლო არ არის, რომ  ძმებს კონფლიქტი აქვთ.

სიტუაცია 2018 წილს შობამდე დაიძაბა. მათ ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის გამო იკამათეს.

მემუარებში ჰარი წერს, რომ უილიამმა მეგანს უხეში და რთული უწოდა და მათი ქორწინება გააკრიტიკა, ჰარიმ კი უპასუხა, რომ ის პრესის „ნარატივს“ მიჰყვებოდა.

საბოლოოდ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ჰარიმ უილიამს დაარტყა. ის წერს, რომ მეგანისთვის არაფერი უთქვამს და ფაქტის შესახებ მხოლოდ  თავის ფსიქოთერაპევტს მოუყვა. მაგრამ მეგანმა მისი სისხლჩაქცევები და ნაკაწრები შენიშნა.

ორი წლის წინ ჰარიმ და მეგანმა სამეფო სასახლე დატოვეს.

წყვილი ლონდონში მხოლოდ გასულ წელს გამოჩნდა, დედოფალი ელისაბედის დაკრძალვაზე. მაშინ პრესა ვარაუდობდა, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა, თუმცა  ეს დეტალები ჯერ არავინ იცის. მანამ, სანამ სამშაბათს, ათ იანვარს ჰარის, ანუ როგორც თავის თავს უწოდებს ტახტის სათადარიგო მემკვიდრის მემუარები არ გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend