მთავარიაზიაჩინეთიჩინეთში ყოველდღიურად კორონავირუსის ნახევარი მილიონი შემთხვევა ვლინდება

ჩინეთში ყოველდღიურად კორონავირუსის ნახევარი მილიონი შემთხვევა ვლინდება

კოვიდის ნულოვანი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმების შემდეგ ჩინეთს ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საფრთხე ემუქრება.

დედაქალაქ შანხაისა და მის მიმდებარედ გაიხსნა 3,000-მდე საკონსულტაციო ცენტრი, რომ მოსახლეობამ სამედიცინო დახმარება, რჩევები და წამლები საცხოვრებელთან ახლოს მიიღოს.

საკონსულტაციო ცენტრების მიზანია ხალხის დამშვიდება. ხელისუფლება ცდილობს, წინა პოლიტიკისგან განსხვავებით, მოსახლეობას უფრო თანაგრძნობით მიუდგეს.

გადატვირთული საავადმყოფოები და მორგები ჩინეთში ჩვეულებრივი ამბავია. ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი კი უცნობია.

რთული ეპიდვითარებაა შანხაიში, პეკინსა და სხვა ქალაქებში. ქალაქ ცინდაოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება.

შემთხვევების მატების მიუხედავად, მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. მეტიც, ჩინეთი და ჰონგ-კონგი იანვარში საზღვრის გახსნას გეგმავენ. ამის შესახებ სწორედ ჰონგ-კონგის გუბერნატორმა განაცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend