მთავარიევროპაუკრაინავლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში მიულოცა ყველას, ვინც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. მან მადლობა გადაუხადა იმ უკრაინელებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ და ბოლომდე იცავენ უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეები მოსალოდნელი თავდასხმების შესახებაც გააფრთხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს უკრაინელებს გააცნობიერონ,  რომ მტერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლო დღეები მათთვის აუტანელი გახდეს.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა წელს თითქმის  ყველაფერი დაკარგა, თუმცა ახლა   კომპენსაციის მიღებას პროპაგანდისტების დახმარებითა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ცდილობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

მას მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მიდიან, რადგან იცავენ ეროვნულ ინტერესებს, მოქალაქეებისა და ხალხის ნებას. ვლადიმერ პუტინი ამბობს,  რომ მათ არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დაიცვან თავიანთი მოქალაქეები. იგი დასძენს, რომ რუსეთი მზად არის, პროცესის ყველა მონაწილესთან აწარმოოს მოლაპარაკებები. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელების საქმეა, რადგან მოლაპარაკებაზე უარს სწორედ ისინი აცხადებენ.

პუტინმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი  უკრაინაზე გაუთავებელი თავდასხმების ფონზე გააკეთა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სამხედრო მღვდლები საბრძოლო მოქმედებების ზონაში მსახურობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend