მთავარიევროპაუკრაინარუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჯერ კიდევ მარტში რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ჩერნიჰივის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ელექტრიკოსები რამდენიმე წუთით მაინც თუ ახერხებენ მის ჩართვას.

ელექტრიკოსებს მაქსიმსა და ანატოლის მუშაობა ჩერნიჰივის ცხრათვიანი ბლოკადის დროსაც მოუწიათ. ისინი ახლაც, 9 თვის შემდეგაც, დაბომბვის შედეგებთან ცდილობენ გამკლავებას.

“ახალ კაბელებთან ერთად ძველებიც გვაქვს. ვცდილობთ ხაზის აღდგენას, რადგან ის სერიოზულად არის დაზიანებული. ელექტროენერგია არ არის პროდუქტი, რომელსაც ჩანთაში ჩადებ და სახლში წაიღებ. ის იმდენი იწარმოება, რამდენსაც მოსახლეობა მოიხმარს.  ახლა კი, სამწუხაროდ, აი, ამ პირობებში ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ან თუნდაც ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ მდგომარეობა”, – ამბობს ელექტრიკოსი მაქსიმ ხროპატი.

“ელექტროენერგია 5 წუთითაც თუ გვაქვს, ეგეც კარგია. ამ დროს შეიძლება ვიღაცამ ტელეფონის დატენვა მოასწროს. ერთ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი შვილიშვილი გახარებული დამხვდა. ომია თუ მშვიდობა, მას მაინც უნდა ტელეფონი. დამიძახა, ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ  ელქტროენერგიის ჩართვა ცოტა ხნით მაინც მოვახერხეთ. ამ ყველაფერის შემყურე თვალზე ცრემლი მომადგა”, – ამბობს ანატოლი ლავრენკო.

რუსეთი კი განაგრძობს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend