მთავარიევროპასერბეთიეკონომიკური კრიზისის ფონზე სერბეთში საშობაო განათებები გვიან აანთეს

ეკონომიკური კრიზისის ფონზე სერბეთში საშობაო განათებები გვიან აანთეს

წინასაშობაოდ სერბეთი ყოველთვის ოქტომბრიდან იყო განათებული. თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო წელს დედაქალაქ ბელგრადში განათებები ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჩართეს.

საახალწლო განათება მხოლოდ ქალაქის ცენტრში აინთო და ისიც მხოლოდ ერთი თვით. თუმცა, მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, შობის დღესასწაულისთვის საჩუქრების საყიდლად მაინც ბევრი ადამიანია გამოსული.

ბოლო თვეების განმავლობაში სერბეთში ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ახლა სერბეთში სესხის აღების ან უძრავი ქონების შეძენის დრო არ არის.

„ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ საყიდლების რაოდენობა შევამციროთ და შემდგომ მას კარგად გავუთრთხილდეთ. ამის ბევრი მიზეზია. ახლა ფულის დახარჯვის დრო არ არის. პირიქით, ახლა ყველამ უნდა დაზოგოს თანხა. როგორც ამბობენ, ჭკვიანი კაცი ფულს მაშინ ზოგავს, როცა აქვს. თუმცა სერბეთში ეს ასე არ არის“, – ამბობს ეკონომისტი ლიუბოდრაგ სავიჩი.

როგორი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეთ, სერბეთში საშობაო დღესასწაულს მაინც ყველა ტრადიციულად აღნიშნავს. ახალი წლის ღამეს ყველა რესტორანი სავსეა, მუსიკისა და მხიარულების ხმა ყველგან ისმის.

„ჩვენთან თითქმის ყველა ადგილი დაჯავშნილია. ჩვენი სტუმრები კი მთელი მსოფლიოდან არიან. ეს კი იმის დასტურია, რომ არ არის აუცილებელი, ყველამ ერთ ენაზე ისაუბროს. მუსიკა, საახალწლო განწყობა და, რა თქმა უნდა, გემრიელი კერძები ყველას აერთიანებს”, – ამბობს რესტორნის მფლობელი მალიცა პეტკოვიჩი.

თუმცა ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ ახალი წელი რესტორანში აღნიშნოს. სერბეთის დედაქალაქის ცენტრში ორი სცენა მოეწყობა, საზოგადოების წინაშე ცხრა ცნობილი მომღერალი და დიჯეი გამოვა.

რთულ პერიოდში დღესასწაულის აღნიშვნა სერბებისთვის უცხო არ არის. სერბეთში ყოველთვის, ყველაზე დიდი კრიზისის დროსაც კი, ქუჩებსა და მოედნებზე ხალხმრავლობა იყო. სერბები ზეიმობდნენ 90-იანი წლების სანქციების დროსაც და მაშინაც, როცა ქვეყანას ბომბებს უშენდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend