მთავარიფოკუსიფუკუშიმის ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა გამოყენებული წყლის ზღვაში ჩაღვრას აპირებს

ფუკუშიმის ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა გამოყენებული წყლის ზღვაში ჩაღვრას აპირებს

ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფიდან თერთმეტი წლის შემდეგ ამ რეგიონის მოსახლეობა მისი რეკონსტრუქციისთვის ერთიანდება. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის წყლის დაბინძურების პრობლემის წინაშე დგას, რადგან მომავალი წლის გაზაფხულზე ბირთვულ ელექტროსადგურზე გამოყენებული  წყლის ზღვაში გაშვება იგეგმება.

წყალი, რომელსაც საწვავთან ჰქონდა შეხება, რადიოაქტიურია. ამ ელექტროსადგურში გაფილტრული წყალი ინახება ცისტერნებში, რომელთა მარაგიც  2023 წლისთვის სრულად ამოიწურება. გაფილტრული  წყალი იწმინდება თითქმის ყველა რადიოაქტიური ნივთიერებისაგან, გარდა ტრიტიუმისა, რომლის  წყლისაგან გამოყოფაც შეუძლებელია.

დამუშავებულ წყალს ჯერ ზღვის წყალი შეერევა, რათა გაზავდეს. გაზავებულ წყალს კი გვირაბის საშუალებით სანაპიროდან ერთი კილომეტრის მოშორებით ზღვაში ჩაღვრიან.

სუსტი რადიოაქტიური ელემენტი

ტრიტიუმი სუსტი რადიოაქტიური ელემენტია, ამბობს  ფრანგი მეცნიერი.

ჟან კრისტოფ გარიელი, ბირთვული უსაფრთხოების რადიოლოგიური დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„ფუკუშიმიდან გამოსული ტრიტიუმის მახასიათებლები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა ბირთვული ელექსტროსადგურებიდან გამოსული ტრიტიუმისა მთელ მსოფლიოში.“

ფუკუშიმის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეს ინფორმაცია არ გამორჩენიათ ფუკუშიმაში მცხოვრებ მეთევზეებს, რომლებსაც, პირველ რიგში, ზღვის წყალის ხარისხი აღელვებთ.

„ ძალიან დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ ზღვაში ჩაღვრილმა წყალმა ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა იქონიოს,“ – ამბობს  ნოზატი ტეცუ, ფუკუშიმის პრეფექტურის მეთევზეთა კოოპერატივების ასოციაციის თავმჯდომარე. „თუმცა ყველაზე მეტად არასწორად გაშუქების გვეშინია. ჩვენ უკე 10 წელზე მეტია გვიხსნის მთავრობა ამ საკითხს და ჯერჯერობით შეცდომა არ გვიპოვია, ამიტომ ვაფასებთ მათ განმარტებებს“.

მეთევზეებსა და ადგილობრივებს  ფუკუშიმის პრეფექტურაში დაჭერილი თევზისა და აქ მოყვანილი პროდუქტის ხარისხი  ადარდებთ. აქაურები ამაყობენ საკუთარი რეგიონით, შესაძლოა იმიტომაც, რომ ბირთვული კატასტროფის შემდეგ გული არ გაიტეხეს და შეძლეს კვლავ ფეხზე დადგომა.

 

ფუკუშიმის პროდუქტების სამზარეულო

 

 

ონაჰამის პორტში ბირთვული სადგურიდან 60 კილომეტრის მოშორებით რესტორატორი ტაცუია ვატანაბე ფუკუშიმის პროდუქტს სრულიად უშიშრად ამზადებს. თავის ფერმერ მეგობარ სირაისი ნაგატოსისთან ერთად ის აქტიურად არის ჩართული საკუთარი რეგიონის რეკონსტრუქციის საქმეში. ორივეს ფერმერობის სიყვარული აკავშირებს.

„ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ სანდო ადგილობრივ შეფმზარეულს შევხვდი ზუსტად კატასტროფის შემდეგ,“ – ამბობს სირაისი ნაგატოსი, ფერმერი. „ის თავის მეგობარ  შეფმზარეულებთან ერთად და მე ჩემი ფერმერების ქსელით ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ რამე შეგვექმნა. ვცდილობდით, ხალხს ფუკუშიმაში დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ, რადგან აქ კარგი საკვები მიირთვეს. ჩემი აზრით, რეგიონის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ ესაა“.

„თავიდან ძალიან ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდებოდა,“ – ამბობს  ვატანაბე ტაცუია. „მეგობრების მეგობრებმა თქვეს, რომ აქ დამახინჯებული თევზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავუხსენი მათ, ასე არ არის-მეთქი, მაინც ჩავატარე ცდები და თანდათან ადგილობრივი პროდუქტის მოხმარება დავიწყე. თუ აპრილში აქ დამუშავებულ წყალს ჩაღვრიან, მაინც არ შევწყვეტ ივაკიში დაჭერილი თევზის მომზადებას.“

ამ რეგიონის პროდუქტი იმაზე მკაცრ კონტროლს გადის, ვიდრე ამას  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტები ითვალისწინებს.

ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend