მთავარიგადაცემებინეშვილი - ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მატიანე

ნეშვილი – ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მატიანე

ნეშვილი ცნობილია როგორც მუსიკის ქალაქი, თუმცა ტენესის შტატის ამ გამორჩეულ მარგალიტს გაცილებიტ მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე მხოლოდ ქანთრის“ ჟანრის მუსიკის ცნობილი დარბაზი.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მუსიკალური მიმდინარეობა „სოულის“ –  რიტიმისა და ბლუზის ნაზავის –  წარმოშობა  მჭიდროდ უკავშირდება იმ პერიოდში ფერადკანიანთა უფლებებისთვის მოძრაობის აღზევების პერიოდს.

ნეშვილში ტენესის შტატში აფროამერიკული მუსიკის ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ მუშაობდნენ მუსკოსები, რათა თანასწორბისთვის ბრძოლის მუსიკა შეექმნათ.

„აქ მთავარი აქცენტი ჩაგვრაზე კეთდება და ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ქეით რეინჯ-ბრიგსი,  გამოფენებისა და კოლექციების მენეჯერი აფროამერიკული მუსიკის ეროვნულ მუზეუმში. „მუსიკალური გარდასახვა არის სწორედ ის ღირსება, რომელსაც, ჩემი აზრით, ჩვენ წარმოვაჩენთ, როდესაც ვსაუბრობთ ფერდაკანიანთა უფლებების დაცვისთვის წამოწყებულ მოძრაობასა და მის კავშირზე მუსიკასთან. აკვირდები კავშირს შინაგან განცდასა და  მელოდიის რიტმს შორის და ხვდები: სწორედ ეს არის სული, ჩემი სული.  სწორედ ეს იფრქვევა ამ ჰანგებიდან. ესაა გაცხადებული მუსიკაში და ასე გესმის ჩვენი. ასე კოლექტიურად გავცემთ პასუხს იმ სოციალურ საკითხებს, რომლებიც გვაწუხებს“.

ნეშვილის გავლენა ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობაზე

ნეშვილის გავლენა ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობაზე მუსიკის ფარგლებს ბევრად სცდება. ფისკის უნივერსიტეტი ის ადგილია, რომელშიც გასული საუკუნის სამოციან წლებში მრავალი  ახლაგაზრდა უფლოებამდაცველი სწვალობდა და სწპრედ მისი დამსახურებით იქცა ნეშვილის თანსწორუფლებიანობისთვის ბრძოლის ეპიცენტრად. ამის დამდასტურებელი დოკუმნეტები  ნეშვილის საჯარო ბიბლიოთეკაშის ფერადკანიანთა უფლებების დაცვის ოთახშია დაცული.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გავლენა, რომელიც მოახდინა ნეშვილმა სხვა ადგილებზე ფერადკანინათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით,“ – ამბობს  ელიოტ რობინსონი, ნეშვილის საჯარო ბიბლიოთეკის პროგრამის სპეციალისტი.

სწორედ ნეშვილმა ითამაშა მთავრი როლი მისისიპიში ე.წ. „თავისუფლების ზაფხულის“  მოწყობაში, ნეშვილელებმა მიიღეს მოანწილეობა 1961 წელს ე.წ. „თავისუფლების მსვლელობაში“, ასევე აწყობდნენ ე.წ. „მჯდომარე დემონსტრაციებს“ რესტორნებში სეგრეგაციის გასაპროტესტებლად.

„ვერც კი წარმომიდგენია, სად ვიქნებოდით, ამ მოძრაობის წევრებს რომ არ გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. არადა, მათ კარგად იცოდნენ, რომ შედეგს თავად კი არ მოიმკიდნენ, არამედ მომავალი თაობები, მაგრამ მაინც გააკეთეს რაც გააკეთეს, რათა ამერიკის მიერ გაცხადებული იდეალები ახდენილიყო. თუ მაშინდელ დროს ახლანდელს შეადარებ, უამრავი მიმართულებით იპოვის მსგავსებას.  ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ამბები არ უნდა დავივიწყოთ და უნდა ვასწავლოთ მოწაფეებს ის, რაც სკოლაში შესაძლოა გამორჩეთ,“ – ამბობს რობინსონი.

ნეშვილის სამზარეულო

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში სამხრეთული კერძები და სუფრა ნეშვილის საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო.

„სუფრა პოლიტიკოსებისა და ახლგაზრდების ერთად შეკრების დროს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო,“ – ამბობს ანდრეა ბლაქმანი, ნეშვილის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის განყოფილების უფროსი. „მათ სჯეროდათ, რომ თუკი ერთად გატეხდნენ პურს, მთელი მსოფლიოს შეცვლას შევძლებთ. და, ჩემი აზრით, სუფრა აგრძელებს იმ როლს, რომელსაც ისტორიულად ასრულებდა.“

ახლა ნეშვილში 32 ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ეს მრავალფეროვნება ქალაქში რესტორენბზეც აისახა.

ნეშვილი თავისი ძლიერი ისტორიული ფესვებითა და მარად ცვალებადი კულტურული გარემოთი დინამიკური ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს. და მე ერთი სული მაქვს, გავიგო, სხცა რა არის ახალი „მუსიკის ქალაქში“, როდესაც ამ ქალაქში ისევ დავბრუნდები.

ავტორები: სარა დინი და ჯონი პიტსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend