მთავარიევროპაგერმანიაორწლიანი პაუზის შემდეგ დრეზდენის საშობაო ბაზრობა გაიხსნა

ორწლიანი პაუზის შემდეგ დრეზდენის საშობაო ბაზრობა გაიხსნა

გერმანიის უძველესი საშობაო ბაზრობა ორწლიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაიხსნა. ენერგოკრიზისის მიუხედავად, ჩაირთო სადღესასწაულო განათებებიც.

დრეზდენის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დირექტორი რობერტ ფრანკი ამბობს, რომ გერმანიის უძველეს საშობაო ბაზრობაზე უამრავი ტრადიცია ერთიანდება. აქ წარმოდგენილია ხისგან დამზადებული ერცგებირგეს რეგიონის ორნამენტული თაღები, ასევე ტკბილეული და ტრადიციული ნამცხვრები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დრეზდენის საშობაო ბაზრობისთვის. რობერტ ფრანკი აღნიშნავს, რომ ბაზრობა ვერ იქნება სრულფასოვანი გლინტვეინის გარეშე.

გლინტვეინის გამყიდველს ჰეიკო მაიერს საშობაო ბაზრობაზე უკვე 30 წელზე მეტია გამოაქვს თავისი პროდუქტი.   თუმცა წელს  მომწოდებლებმა ფასები 10-დან 15 პროცენტამდე გაუზარდეს, რაც შესაბამისად აისახა მისი  პროდუქტის ღირებულებაზეც. ვითარებას ენერგორესურსებზე მზარდი ფასებიც ართულებს.  მისი თქმით, გლინტვეინის ფასი 4-დან 4.5 ევრომდე იქნება.

დრეზდენის საშობაო ბაზრობა 2020 და 2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამართულა. თუმცა მზარდმა ფასებმა და ინფლაციამ შესაძლოა არაერთ მოქალაქეს სადღესასწაულო განწყობა გაუფუჭოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend