მთავარიაზიასირიასირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

ოპერაცია "კლანჭ-მახვილის" ფარგლებში თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 25 ავიაიერიში განახორციელა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც თავდაცვის მინისტრისგან უახლეს ცნობებს იღებს ოპერაციის, სახელწოდებით „კლანჭ – მახვილის“ შესახებ. ჰულუსი აკარი პრეზიდენტისგან თანხმობას იღებს და სამეთაურო ცენტრში შედის. ტელეფონით სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს მიმართავს

„დაიწყეთ ოპერაცია – კლანჭ-მახვილი.“ – ამბობს თურქეთის თავდაცვის მინისტრი

და დაიწყო ოპერაცია სახელწოდებით კლანჭ-მახვილი. სამხედრო თვითმფრინავებში ბომბებს აწყობენ. ერთ-ერთ ბომბს „ეკრინი“ აწერია, მეორეს „იაგმური“ – იმ 9 და 15 წლის გოგონების სახელები, რომლებიც ზუსტად ერთი კვირის წინ, სტამბოლში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპნენ.

სამხედრო თვითმფრინავები უკვე ასაფრენ ზოლზე არიან და დავალების შესასრულებლად სულ რამდენიმე წუთში გაემართებიან.

ამ დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ტელეფონით საუბრობს, ვის ესაუბრება უცნობია…

„ჩვენი მიზანია ჩვენი 85 მილიონი მოქალაქის დაცვა და ჩვენი საზღვრების გაკონტროლებაა. აუცილებლად ვუპასუხებთ ნებისმიერ ღალატსა და თავდასხმას ჩვენ ქვეყანაზე.“ – თქვა ტელეფონზე საუბრისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. – განაცხადა ჰულუსი აკარმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამ განცხადებიდან მალევე, თურქმა პილოტებმა დანიშნულების ადგილებში ბომბები ჩააგდეს. ამ დროს სირიის ქალაქ კობანში ადგილობრივები ვიდეოს იღებენ, სადაც კარგად ჩანს როგორ დაფრინავენ ბომბები მათ თავზე.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. კადრებში ჩანს როგორ მიჰყავთ ერთ-ერთი დაშავებული შედარებით უსაფრთხო ადგილას.

გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში, სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა 25 ავიაიერიში განახორციელა. ბომბებმა გაანადგურეს ბევრი რამ, მათ შორის ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური. ადგილობრივმა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, მედიისთვის კომენტარის მიცემა გადაწყვიტა.

„აქ რამდენიმე საათის წინ საჰაერო თავდასხმა იყო. დაახლოებით 5-ჯერ დაარტყეს აქაურობას. დაბომბვამ კი მასობრივი განადგურება გამოიწვია. აქ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, ისინი ვისაც თურქეთისთვის არაფერი დაუშავებიათ…“, – ამბობს აბდულგაფარ ალი, სირიაში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.

სტამბოლში მომხდარი აფეთქებიდან ზუსტად ერთ კვირის შემდეგ, ქურთისტანის რეგიონსა და როჟავაში 89 სამიზნე დაიბომბა. ოფიციალური ანკარას მტკიცებით, სტამბოლის ტერაქტის უკან ქურთული სამხედრო დაჯგუფებები დგანან და თურქეთის მხრიდან ავიაიერიში სტამბოლის ცენტრში აფეთქებაზე პასუხი იყო. ქურთები კი სტამბოლის აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ. ქურთული დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა, დიდი კატასტროფის საშიშროებაზე ისაუბრა.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend