93 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა. ის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სახალხო ფრონტის თავმჯდომარე იყო.
90-იან წლებში ნოდარ ნათაძე საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. ის არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.
ნოდარ ნათაძეს 17 ნოემბერს დაკრძალავენ, ამავე დღეს სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.