მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
“ევრონიუს ჯორჯიას” მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ დაუდასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს.
დაცვის მხარე არ აკონკრეტებს, თუ რომელ კლინიკაზეა საუბარი და არც ის არის ცნობილი, იქნება თუ არა საჯარო ამ კვლევების პასუხები.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თანაგუნდელები კვლავ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.