შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობკომპანიებისთვის ახალი გადასახადების დაწესებას განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ომისგან ისინი დიდ სარგებელს იღებენ.
კომპანიებმა „ექსონ მობილმა“, „შევრონმა“ და „შელმა“ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დიდი მოგება ნახეს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებმა თავად განაცხადეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისინი ვალდებული არიან, დაეხმარონ ამერიკელ მომხმარებლებს.
ჯო ბაიდენის თქმით, ნავთობკომპანიების რეკორდული მოგება არ ნიშნავს, რომ ისინი რამე ახალს ან ინოვიაციურს აკეთებენ. მათი მოგება ომისა და იმ სასტიკი კონფლიქტის შედეგია, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და რომელმაც გავლენა იქონია ათეულობით მილიონ ადამიანზე მთელ მსოფლიოში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაზარდონ ინვესტიციები ამერიკაში ან შეუმსუბუქონ ამერიკელ მომხმარებლებს ყოფა, თავად სარგებლობენ ამ მოგებით.
აქციონერები საკუთარ აქციებს ყიდულობენ, რომ ხელმძღვანელების ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც ევროპელი მომხმარებლები, ამერიკელებიც ნავთობზე მზარდი ფასების გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს კი შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ახალ კანონპროექტს, რომელიც ნავთობკომპანიებისთვის გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, კონგრესზე არ მიიღებენ, თუმცა ბაიდენის მოწოდებამ შესაძლოა დემოკრატების შანსები გაზარდოს.