ინდოეთში სამაშველო ოპერაციის ფარგლებში დაღუპულები და დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. სწორედ ამ დროს დასავლეთის შტატში, გუჯარათში, მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი ჩატყდა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 80 ადამიანი. ისინი ძირითადად მოზარდები, ქალები და მოხუცები იყვნენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტრაგედიის დროს ხიდზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, როგორ ცვიოდნენ ადამიანები წყალში. მათი თქმით, ხიდი რამდენიმე წამში ჩამოინგრა.
230-მეტრიანი ხიდი ბრიტანელების მმართველობის დროს, მეცხრამეტე საუკუნეში, ააგეს. ხიდი სარესტავრაციო სამუშაოების გამო 6 თვით იყო დაკეტილი და ის საზოგადოებისთვის გასულ კვირას გაიხსნა.
ხელისუფლებამ უკვე დააკომპლექტა სპეციალური საგამოძიებო გუნდი, რომელიც მომხდარ ტრაგედიას გამოიძიებს.