ფინეთში, რომელსაც რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი საზღვარი აკავშირებს, გარკვეულ მონაკვეთებზე გამყოფი ღობის მშენებლობას გეგმავენ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის მასობრივი კვეთა.
პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიის მხარდაჭერა აქვთ.
ჰელსინკიში შიშობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები არაკანონიერი გზით ეცდებიან საზღვრის კვეთას.
ფინეთს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი საზღვარი აკავშირებს. ფინელებს სურთ, რომ ღობის მთავარი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღიმართოს, რადგან აქ ყველაზე დატვირთული მოძრაობაა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და მისი გუნდის წევრებს სურთ, დაეხმარონ მესაზღვრეებს, რომ მათ საზღვრის კონტროლი უპრობლემოდ შეძლონ. ისინი ნებისმიერი ვითარებისთვის უნდა იყვნენ მზად.
ფინეთისა და რუსეთის 1300-კილომეტრიან საზღვარზე ღობის აღმართვა 130 – 260 კილომეტრის სიგრძეზე იგეგმება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ასობით მილიონი ევრო იქნება და მის აგებას 3-4 წელი დასჭირდება.