მთავარისაქართველორეგიონალური კონფერენცია: მედია ომის დროს

რეგიონალური კონფერენცია: მედია ომის დროს

მედია ომის დროს – ამ სახელწოდებით თბილისი რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.

ჟურნალისტების უსაფრთხოება, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და ომის
თემატიკაზე რეპორტაჟების მომზადება – ეს იმ დისკუსიათა ჩამონათვალია, რომელზეც კონფერენციაზე  მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ამასთანავე, ცალკე პანელური დისკუსია იმართება სახელწოდებით „მედია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლამდე და მას შემდეგ“, სადაც უკრაინელი ჟურნალისტები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

კონფერენცია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ორი დამატებითი ღონისძიება გაიმართება – ფოტოგამოფენა „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ:ჟურნალისტური საქმიანობა“ და დოკუმენტური ფილმის ჩვენება- „მარიუპოლი 2“, რომელიც 2022 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend