მთავარიევროპაუკრაინაკიევის მერმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული ხიდი მოინახულა

კიევის მერმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული ხიდი მოინახულა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოინახულა ხიდი, რომელიც მისი სახელობისაა. ხიდი ორშაბათს რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაიბომბა. კლიჩკოს საცალფეხო ხიდი ცენტრალურ კიევში ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა თავისი მინის პანელებით.

ძლიერი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. კიევის მერმა კამერით გადაიღო  დაზიანებული ხიდი. მას ყოველ ნაბიჯზე მინის ნამსხვრევები ხვდებოდა. ვიტალი კლიჩკო დარწმუნებულია, რომ ხიდი რამდენიმე დღეში სრულად აღდგება.

“კაბელები ადგილზეა, ლითონის კონსტრუქცია მაღალი ხარისხისაა, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. ახლა გაასუფთავებენ ამ ხიდს და ყველაფერი კარგად იქნება”, – იმედოვნებს კიევის მერი.

10 ოქტომბრის სასიკვდილო აფეთქებამ უკრაინის რამდენიმე ქალაქში გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობას  ელექტროენერგია და წყალი  შეფერხებით მიეწოდება. გუშინდელ საჰაერო იერიშებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში  14 ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 90-ზე მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend