სახელმწიფო დაფინანსებით ახალი სასტიპენდიო პროგრამები ამოქმედდება.
საბაკალავრო საფეხურზე დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში STEM მიმართულებებზე ჩაირიცხებიან.
მეორე პროგრამის ფარგლებში კი სტიპენდია იმ საჯარო მოხელეებისთვის გაიცემა, რომლებიც უცხოეთში სამაგისტრო საფეხურებზე გააგრძელებენ სწავლას და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებენ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ჭელიძემ ისაუბრა