მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღაში საბჭოთა ტანკების შეჭრის 50 წლისთავზე ფოტოგამოფენები გაიმართა

პრაღაში საბჭოთა ტანკების შეჭრის 50 წლისთავზე ფოტოგამოფენები გაიმართა

ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში ადგილობრივი მთავრობის დამხობის მიზნით შევიდნენ. ეს ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი სამხედრო ქმედება იყო. ჩეხეთში ამ დღის 50 წლისთავი აღნიშნეს.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ორი ფოტოგამოფენა, რომლებზეც იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი და ამაღელვებელი სურათებია წარმოდგენილი.

„აქ არის ერთი სურათი, რომელზეც ჩანს, რომ  ჩანთიანი მამაკაცი ტანკებს  უყურებს. რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილი ყველა ფოტო ძალიან დრამატულია, მაგრამ ამ ერთ სურათში შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი პატარა ერის ბედი. თუ მოვინდომებთ, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც დიდი ერების ქმედებებზე ვართ დამოკიდებული. ასე იყო 1938, 1939 და 1968 წლებშიც,” – ამბობს გამოფენის კურატორი დანა კინდროვა.

გამოფენები ასევე იმ ფოტოგრაფებს ეძღვნება, რომლებმაც ქვეყანაში შეჭრის ამსახველი კადრების გადასაღებად საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენეს.

„არ ჰქონდა მნიშვნელობა, კომუნისტი იყავი თუ არა, ინტელექტუალი თუ მუშა, მთავარი ის იყო, რომ ჩვენ ყველანი მათ წინააღმდეგ ვიყავით. მიმაჩნია, რომ თითოეული ეს სურათი, მათ შორის ჩემი ფოტოებიც, მნიშვნელოვანია, რადგან ჩანს, რომ ჩვენ, როგორც ერთი ერი, ისე ვმოქმედებდით,” – ამბობს ფოტოგრაფი იოსეფ კუდელკა.

50 წლისწინადელი წინააღმდეგობა, რომელსაც ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ, საბოლოოდ, რუსმა სამხედროებმა ჩაახშეს. ქვეყნიდან რუსული ტანკების გასვლას 20 წელი დასჭირდა. აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა მმართველობა ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვარშავის ხელშეკრულების შედეგად კი საბჭოთა ტანკები პრაღიდან გავიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend