მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღაში ჯონ ლენონის კედელი მხატვრებმა ხელახლა მოხატეს

პრაღაში ჯონ ლენონის კედელი მხატვრებმა ხელახლა მოხატეს

ჯონ ლენონის კედელი 1980-იან წლებში პრაღაში, სპონტანურად შეიქმნა. ძველ კედელზე ჯერ ლენონი გამოსახეს, შემდეგ ხალხმა იმავე კედელზე ხატვა დაიწყო, ისინი წერდნენ წერილებსა და სხვადასხვა იგავ-არაკს. ამით ისინი თავისუფლების, სიყვარულისა და მშვიდობის სურვილს გამოხატავდნენ.

წლების განმავლობაში კედელი იქცა თავისუფლების სიმბოლოდ. ტურისტები ხშირად სწორედ მის სანახავად მიდიოდნენ.

ახლა ლენონის კედელი ერთ დღეში თავიდან მოხატეს ევროკავშირის 27 ქვეყნის, ნორვეგიისა და უკრაინის ხელოვანებმა. პროექტის მთავარი თემა , რომელიც უკრაინის ომამდე და ენერგეტიკულ კრიზისამდე იყო ჩაფიქრებული, თავისუფლებასა და შინაგან ენერგიას უკავშირდება.

ლენონის კედელი იცვლება ყოველ დღე, თუმცა მის დევიზად რჩება:  „გიყვარდეს და არა ომს!“

მხატვრების მიერ ლენონის კედელზე შესრულებულ შემოქმედებას გადაიღებენ და  საზოგადოებას აჩვენებენ ევროპის ქალაქებში, ჯერ ბრიუსელში, შემდეგ პარიზსა და სტრასბურგში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend