მთავარიკუბიპოლონეთი რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა

პოლონეთი რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა

პოლონეთი ომის დაწყებიდან დღემდე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სამიზნეა. უკვე რამდენიმე თვეა კრემლის ცდილობს, რომ პოლონეთი დაადანაშაულოს უკრაინის „ხელში ჩაგდებაში”.

დამოუკიდებელმა ფაქტების გადამმოწმებელმა პორტალმა „მითების დეტექტორმა” შეამოწმა სტატია, რომელიც რუსული პროპაგანდისტული გამოცემის შემდეგ ქართულ ენაზეც გავრცელდა.

სტატიაში რუსი პოლიტოლოგი ანდრეი სუზდალცევი ამბობს, რომ პოლონელები უკრაინაში “ყველაფრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ”, ყიდულობენ მიწებს, ასევე 50%-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ მარცვლეულს, რათა ევროპაში უფრო ძვირად გაყიდონ, ხოლო უკრაინის მთავრობამ სუზდალცევის თქმით, ჯერ კიდევ ზამთარში ოქროს რეზერვი პოლონეთში გაიტანა.

„მითების დეტექტორის” თქმით, სტატიაში სამი ყალბი ცნობაა წარმოდგენილი.  პირველი შეეხებოდა 50%-იანი ფასდაკლებით უკრიინისგან მარცვლეულის შეძენას.

აგრობიზნესის სფეროში უკრაინული ანალიტიკური და საინფორმაციო სააგენტო სისტემატურად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა ფასების შესახებ, სადაც აუქციონებზე უკრაინული მარცვლეულის ფასის შესახებაც არის ინფორმაცია.

ამ მონაცემების მიხედვით,  ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინული მარცვლეულისთვის აუქციონებზე შეთავაზებული ფასი ერთსა და იმავე საფასო კატეგორიაშია.

შეთავაზებული ფასები შეესაბამება 1 ტონა მარცვლეულს, რომელიც ადგილზე (საზღვარზე) იქნება მიწოდებული იმ პირობით (DAP), რომ გამყიდველი იხდის გადაზიდვის  გადასახადს მითითებულ  ადგილამდე და საკუთარ თავზე იღებს ტრანსპორტირების ყველა რისკს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უკრაინულ მარცვლეულზე ფასები საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა ამის მიზეზი საბაზრო პროცესებია – მცირე მოთხოვნა, შიდა ბაზრის განვითარება, უკრაინის პორტების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები – და არა უკრაინის მიერ მარცვლეულის რაიმე სახის ფასდაკლებით გაყიდვა.

რაც შეეხება უცხო მიწების ყიდვას პოლონელების მიერ, უკრაინის ტერიტორიის 70%-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა.

უკრაინის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვა არ შეუძლიათ. ამ დროისთვის უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვა მხოლოდ უკრაინის მოქალაქე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, ისიც არაუმეტეს 100 ჰექტრისა.

მესამე დეზინფორმაცია იყო ოქროს მარაგის გატანასთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ მედიაში ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა.

რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ნიკოლაიჩუკმა გამოცემა Rabbit Hole-თან, თუმცა ეს ინტერვიუ გადაამოწმა უკრაინულმა ფაქტჩეკერმა „სტოპფეიკმა“ და დაადგინა, რომ მსგავსი განცხადება არცერთ გამოცემასთან არ გაკეთებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend