მთავარისპორტისაქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის პირველ მატჩში ბელგიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის პირველ მატჩში ბელგიასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

მატჩი ოვერტაიმში ბელგიელთა გამარჯვებით 79:76 დასრულდა. ს

აქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილმა ჩაატარა, “მილოუკი ბაქსის” კალათბურთელმა 18 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა, გოგა ბითაძემ კი 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ “თბილისი არენაზე” გამართავს.

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარეს გვიჭერდნენ. სამწუხაროდ, მატჩი ვერ მოვიგეთ. ვიბრძოლეთ, თუმცა მეტოქემ კარგად იასპარეზა. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ტაქტიკურად არ ვითამაშეთ. წინ კიდევ 4 მატჩია. მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ბოლო ორ მატჩში კი ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც გამარჯვება აუცილებელია პლეიოფში გასვლისთვის. არაფერს დავთმობთ. სამწუხაროდ გოგა ბითაძემ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს რომ იგი მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს,” – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი.

„მძიმე მატჩი იყო. მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა რომ მაღალ დონეზე გვეთამაშა თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით. პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ. წინ ოთხი მატჩია. ვიმუშავებთ შეცდომებზე, მზად ვართ საოცარ ქომაგებთან ერთად სათამაშოდ. ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ”, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა.

პირველ სექტემბერს თბილისში ევრობასკეტის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ესპანეთმა ბულგარეთი 114:87 დაამარცხა, თურქეთმა კი მონტენეგროს 72:68 მოუგო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend