მთავარიევროპაუკრაინაოლენა ზელენსკამ უკრაინელ ხალხს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ოლენა ზელენსკამ უკრაინელ ხალხს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ოლენა ზელენსკას თქმით, დღეს ზოგიერთ სკოლაში მაინც დისტანციურად დარეკა ზარმა და პირველი გაკვეთილი კვლავ სარდაფიდან ჩაატარა ზოგიერთმა მასწავლებელმა

ოლენა ზელენსკამ უკრაინელ ხალხს ახალი სასწავლო წლის დაწყება ვიდეომიმართვით მიულოცა. მისი თქმით ომის დაწყებიდან 190 დღის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც უკრაინელი ბავშვები სკოლაში მიდიან, უკრაინა იმარჯვებს.

„როდესაც ჩვენი შვილები სწავლობენ, ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს. ის უფრო ძლიერი ხდება განათლებასა და ცოდნასთან ერთად.

ამიტომ ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსა და პედაგოგებს. ეს დღესასწაულია და თითოეული უკრაინელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში წელს პირველი ზარი არ უნდა ყოფილიყო. აქამდე არასდროს დაგვიწყია სასწავლო წელი განგაშის ხმის ქვეშ. ახლა ჩვენ ყველას ჩვენი მისია გვაქვს. სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რომ გავიმარჯვოთ. თქვენ, ბავშვებმა, კი უნდა გააგრძელოთ სწავლა. ეს ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ნორმალური ცხოვრება, ცოდნა და პერსპექტივა. სწორედ თქვენ წარმოადგენთ მის მომავალს. მაგრამ ამავდროულად გთხოვთ არ დაივიწყოთ, რომ ბავშვები ხართ. იმეგობრეთ, აღფრთოვანდით, იცინეთ, ირბინეთ და არ დაკარგოთ ბავშვობა.

უკრაინას არ აქვს ისტორია – აი ასე გვეუბნებოდნენ და გვემუქრებოდნენ თებერვალში. დღეს კი ჩვენ უკრაინულ პირველ სექტემბერს აღვნიშნავთ.

დღეს ზოგიერთ სკოლაში ზარმა მაინც დისტანციურად დარეკა. და ჯერ კიდევ არიან მასწავლებლები, რომლებიც სარდაფებიდან ასწავლიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, კი მაინც წარმატებული სასწავლო წელი გვაქვს. დაუბრუნდით სწავლას, ძვირფასო ბავშვებო, მანამ, სანამ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას არ დავიბრუნებთ“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ ვიდეომიმართვაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend