აღმოსავლეთ უკრაინაში, ერთ-ერთ მინდორში, დაზიანებული და დამწვარი კომბაინია. სოფელ მაიდანში, ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში, მოსავალს იღებდნენ, როდესაც კომბაინმა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დატოვებულ სახმელეთო ნაღმს გადაუარა.
ფერმერებს აღარ სურთ იქ მოსავლის აღება, რადგან ყველას თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კომბაინი და აღჭურვილობა აღელვებს. ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა.
უკრაინელი ფერმერებისთვის სერიოზული კრიზისი შექმნა შავი ზღვის პორტების ჩაკეტვამ და მარცვლეულზე დაწესებულმა ემბარგომ.
დანაღმულ მინდვრებში მუშაობა საშიშიც კია, თუმცა ფერმერებისთვის ეს ყურადღების გადატანის ერთ-ერთი საშუალებაცაა. მათ სახლში შიშში ყოფნას მუშაობა ურჩევნიათ. თან უმეტესობისთვის ეს საარსებო წყაროცაა.
თუმცა ყოველდღიურად ისმის საჰაერო განგაშის სირენები. ცვივა ბომბები, მზესუმზირის უკიდეგანო მინდვრები კი ახლა თავდაცვითი თხრილებითაა სავსე.