მთავარიკუბი„მეტას“ ჩატბოტი ამბობს, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანია ხალხს „ფულის გამო იყენებს“

„მეტას“ ჩატბოტი ამბობს, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანია ხალხს „ფულის გამო იყენებს“

რამდენიმე დღის წინ ამოქმედებული ჩატბოტი სახელად, „ბლენდერბოტ 3“, „მეტას“ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით მუშაობს. ჩატის დემო-ვერსიის ვებგვერდი ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე მუშაობს, ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის დახვეწას ცდილობენ.

კითხვები ჩატბოტს სხვადახვა გამოცემამ დაუსვა. BBC-ის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის, მეტასა და მისი შვილობილი კომპანია ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგზე, ხელოვნურმა ინტელექტმა უპასუხა, რომ „ქვეყანა გაყოფილია და ის გაერთიანებაში არავის ეხმარება. მისი კომპანია ფულის გამო იყენებს ადამიანებს და ეს უნდა შეჩერდეს“.

კომპანია „მეტას“ უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აკრიტიკებენ. ისინი აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი არ მუშაობს საკმარისად კარგად, რის გამოც ხდება სიძულვილისა და ძალადობის წახალისება პლატფორმაზე.

გასულ წელს სენატში წარსდგა „მეტას“ ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის მთავარი მიზანი არ არის მომხმარებლების უსაფრთხოება, არამედ თანხის გამომუშავება.

პროგრამა საჯაროდ ხელმისაწდვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს, ანუ ფაქტობრივად იმეორებს მასალებს, რომლებსაც ინტერნეტში კითხულობს და ამას ძალიან გამჭვირვალედ აკეთებს – მომხმარებლებს შეუძლათ დააჭირონ პასუხებს, რათა დაინახონ, თუ რაზე დაყრდნობით გასცა მომხმარებელს ასეთი პასუხი ხელოვნურმა ინტელექტმა.

„მეტაში“ აღნიშნავენ, რომ ჩატბოტი დახვეწის ეტაპზეა, და შესაძლებელია იძლეოდეს უხეშ ან შეურაცხმყოფელ პასუხებს და ასევე ყალბ ინფორმაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend