მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდებში მოსახლეობას წყლის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებენ

ნიდერლანდებში მოსახლეობას წყლის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებენ

ნიდერლანდებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ  წყლის დეფიციტი იქნება. პრევენციული ზომის სახით კრიზისის მართვის ჯგუფს საჭიროების შემთხვევაში  სასმელი წყლის რეზერვების განაწილების რეგულაცია დაევალა.

კრიზისის მართვის ჯგუფის წევრი მიშელ ბლომი ამბობს, რომ სასმელი წყლის მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან წყლის მომარაგების კომპანიები უზრუნველყოფენ სასმელი წყლის 24-საათიან მიწოდებას. თუმცა იგი მოქალაქეებს სთხოვს, რომ წყალი ეკონომიურად მოიხმარონ. ამ დროისთვის ყველაზე მეტად აგრონომია და გადაზიდვების სფერო დაზარალდა.  მისი თქმით, მდინარეებში წყლის დონე საგრძნობლადაა დაწეული, რის გამოც გადაადგილება და ტვირთის გადაზიდვა  ფერხდება.

ამის თვალსაჩინო მაგალითია მდინარე ეისელი, რომელიც ნიდერლანდებს, ფაქტობრივად, შუაზე ყოფს.

გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი ჰენკ ველდუიზენი ამბობს, რომ წყლის დონე ისეა დაწეული,  რომ წყლის საქაჩებსაც კი ვერ ამუშავებენ.

მოსავალი თუ არ მორწყეს,  გაფუჭდება. თუმცა ნიდერლანდების ზოგიერთ რეგიონში მოსავლის მოსარწყავადაც წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ.

ფერმერები ახლა ხახვის თესლებს რწყავენ იმისთვის, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. თუმცა მიაჩნიათ,  რომ სამომავლოდ ეს არ არის გამოსავალი.

„ნიდერლანდები წყლის ქვეყანაა“, – განაცხადა ინფრასტრუქტურისა და წყლის მართვის მინისტრმა მარკ ჰარბერსმა. მიუხედავად ამისა, იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ  წყალი ეკონომიურად მოიხმარონ და ურჩევს მათ, ავტომანქანების გარეცხვისგანაც თავი შეიკავონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend