საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი გავიდა. სწორედ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს დღეს კონფერენციაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, რონდელის ფონდისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
უკრაინას ელჩი საქართველოში, ამ ეტაპზე არ ჰყავს და მის მოვალეობას ასრულებს რწმუნებული ანდრიი კასიანოვი, რომელმაც დღეს კონფერენციაზე მედიასთან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ასეთი დიდი მეგობრობის ფონზე, კიევი თბილისისგან ამ სასტიკი ომის დროს უფრო მეტ თანადგომას ელოდა.
ინტერვიუ “რონდელის ფონდის” უფროს მკვლევართან, გიორგი ბადრიძესთან