მთავარიევროპაუკრაინაბახმუტის რაიონში რუსების შეტევა გრძელდება

ბახმუტის რაიონში რუსების შეტევა გრძელდება

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.

რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. ქალაქ ტორეცკში ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირია აფეთქებები, რომლებსაც ხანძარიც მოჰყვება ხოლმე.

კიევი მოსკოვს ადანაშუალებს რამდენიმე საცხოვრებელ რაიონზე თავდასხმაში როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ უკრაინაში.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა მოულოდნელად გაათავისუფლა თანამდებობიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა პროკურატურისა და დაზვერვის 60-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ. დანაშაული, რომელიც მათი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღდეგაა ჩადენილი  და ასევე უკრაინული ძალების კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ სამსახურების უფროსების მიმართ.

ადგილობრივები ევაკუაციისთვის ემზადებიან იმ ქალაქებსა და დასახლებებში, რომლებშიც შესაძლოა რუსი სამხედროები შევიდნენ და რომლებსაც სულ უფრო უახლოვდებათ ფრონტის ხაზი.

პოკროვსკის მერი რუსლან ტრებუშკინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეტაკებები და ფრონტის ხაზი იქ შეჩერდება, სადაც ახლაა, ქალაქში მაინც რთული იქნება ზამთრის  გადატანა.

ზოგიერთი ადგილობრივი  უკვე ემსხვერპლა რუსულ აგრესიას.
საბრძოლო მოქმდებებს შეეწირა 40 წლის მამაკაციც მარინკის დასახლებაში, რომელიც დონეცკთან ახლოს მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend