მთავარიმსოფლიოროგორც უკრაინას, ასევე რუსეთს დრონების მარაგი შესაძლოა რამდენიმე თვეში ამოეწუროს

როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს დრონების მარაგი შესაძლოა რამდენიმე თვეში ამოეწუროს

დრონებს უკრაინის თავდაცვაში გადამწყვეტი როლი აქვს. მსოფლიოს ომების ისტორიას თუ გადავხედავთ, უპილოტო თვითმფრინავებს ასე ინტენსიურად არასდროს იყენებდნენ,  როგორც ახლა, უკრაინაში. როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები ამბობენ, დრონები დიდ როლს თამაშობენ იმაში, თუ ვინ დარჩება ბრძოლის ველზე ცოცხალი და ვინ არა. თუმცა როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს დრონების მარაგი შესაძლოა რამდენიმე თვეში ამოეწუროს. ორივე მხარე მარაგის შევსებას ცდილობს.

დრონების მიერ გადაღებული კადრები რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ის კადრები, რომლებსაც მსოფლიოს მოსახლეობა ტელევიზიით ხედავს, ხშირად სწორედ დრონებითაა გადაღებული. შემზარავი ფრენები, დაბომბილი ქალაქები, დამწვარი ჯავშანტექნიკა და დაღუპული ჯარისკაცები, პირველი ამას სწორედ დრონის კამერა ხედავს.

“დრონები მართლაც შესანიშნავი მიმართულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს. დრონის მთავარი ამოცანა და მახასიათებელი ისაა, რომ მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ადამიანები გავარიდოთ ბრძოლის ველს. რეალურად, დრონები იბრძვიან“, – ამბობს ვადიმი, დრონის პილოტი.

რუსები და უკრაინელები უპილოტო საფრენ აპარატებს ერთმანეთის პოზიციების დასაზუსტებლად და საარტილერიო დარტყმების წარმართვის მიზნით 24 თებერვლიდან დღემდე მუდმივად იყენებენ. თუმცა მალე, სავარაუდოდ, ორივე მხარეს დრონები ამოეწურება. შესაბამისად,  ისინი ამ თავად უნდა დაამზადონ ან შეიძინონ.

„იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ამ მოდელზე მუშაობენ, არ არის სამხედრო, მაგრამ აქვს სამხედრო გამოცდილება. მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, კარგი ხედვა და გამოცდილებაა. ჩვენ ვამზადებთ დრონს და ვაძლევთ უკრაინულ არმიას“, – ამბობს ვადიმი, დრონის პილოტი

თეთრი სახლის ინფორმაციით, მოსკოვს ირანი მიაწვდის რამდენიმე ასეულ უპილოტო საფრენ აპარატს. უკრაინა კი ნატოსგან 200 სამხედრო დრონის შეძენას გეგმავს, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, მათ ამ რაოდენობაზე 10ჯერ მეტი სჭირდებათ.

„დრონების ყველაზე დიდი პრობლემა ელექტრონული სისტემებია. ის ძალიან მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს და მუდმივად ვარდება ძირს, ამიტომ ჩვენ ათასობით დრონი გვჭირდება, რომ  უკრაინულ არმიას დავეხმაროთ“, – ამბობს იური შჩიჰოლი, უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი.

ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, გეგმავს მეტი უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას. ბოლო ინფორმაციით, უკრანული დრონების გამოყენების ვადა დაახლოებით ერთი კვირაა. რუსეთს, უკრაინასთან შედარებით, დრონების უფრო დიდი მარაგი აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend