მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს  ჩვენების მიცემა სურდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
სასამართლოს დღეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა ემსჯელა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს  ჩვენების მიცემა სურდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა. ბრალდების მხარე გასვლით სხდომასა და სასამართლო პროცესის კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებას ითხოვდა. მოსამართლემ სასამართლო პროცესი გადადო იქადე, სანამ მიხეილ სააკაშვილის ექიმებისგან არ მიიღებს დასკვნას იმის თაობაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობის მდგომარეობა  საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩვენების მისაცემად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend