მთავარისპორტისაქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მეორე მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ მოიგო. ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე სტუმრად 5:2 დაამარცხა.

გოლები ზურიკო დავითაშვილმა, ირაკლი აზაროვმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს.

სეზონის პირველი მატჩი საქართველომ გიბრალტარის წინააღმდეგ მოიგო, 9 ივნისს კი ქართველები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეწვევიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend