მთავარიდღის ამბებიმართლმსაჯულების ევროპული სასამართლო სოციალურ ქსელში პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხს განიხილავს

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო სოციალურ ქსელში პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხს განიხილავს

მართლმსაჯულების ევროპული სასასმართლოს მრჩეველი მოითხოვს, რომ მონაცემთა დაცვის ევროპულ სააგენტოს “ფეისბუკის” მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვება-გამოყენების რეგულირების უფლება მიეცეს. 

მართმსაჯულების ევროპული სასამართლოს მრჩეველმა 13 იანვარს გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, მონაცემთა დაცვის ყველა ევროპულ სააგენტოს “ფეისბუკისა” და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ მოქმედების უფლება იმ შემთხვევაშიც უნდა მიეცეს, თუ ამ კომპანიის სათაო ოფისი ევროკავშირის სხვა ქვეყანაშია განთავსებული.

რეკომენდაცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბელგიამ  “ფეისბუკის” მიერ მოქალაქეების შესახებ მონაცემთა შეგროვება შეეჩერებინა, მაგრამ კომპანია  არ დაემორჩილა. ბელგიაში მიზნობრივი რეკლამა  თანხმობის გარეშე ეგზავნებათ იმ მომხარებელსაც კი, ვისაც სოციალური მედიის ანგარიში საერთოდ არა აქვს.

მაგრამ “ფეისბუკი” ამტკიცებს, რომ იგი პასუხს აგებს მხოლოდ ირლანდიის  მარეგულირებელი ორგანოს წინაშე, ვინაიდან მისი ევროპული სათაო ოფისი  დუბლინშია განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, “ფეისბუკისათვის” ეს ამბავი არასახარბიელო შედეგით დასრულდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend