9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მშვიდობისა და ერთიანობის აღსანიშნავად ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.
წელს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ამ თარიღს ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველმა ჟულიენ კრამპსმა და ფილმის – „მე და ევროპა“- პროდიუსერმა თაკო ქველიძემ ისაუბრეს.